მატჩის წინ კომენტარი ჩვენი ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა და კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა.
"რონალდუ ჩემი კუმირი იყო და არის. ყოველთვის მინდოდა მასთან თამაში, ეს ჩემი ოცნება იყო. ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ზე ორი შეხვედრა უკვე ჩაატარა და 14 დრიბლინგით დრიბლიორთა შორის საუკეთესოა.











