ნეაპოლელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა.
კვარაცხელია გოლის გარდა ფლანგზე საკმაოდ აქტიური იყო. ის მოედნიდან 77-ე წუთზე გავიდა. მეორე ნახევარში ნაპოლიმ ანგარიში შეინარჩუნა და 2:0 მოიგო.
10 ტურის შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდს 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.











