საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელი წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად ფეხბურთელების ამჟამინდელ მდგომარეობას ასახელებს.
"საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელები ამჟამად კარგ ვითარებაში არ არიან - კვარაცხელია პსჟ-ში ვეღარ ბრწყინავს, ზურიკოს სტ.ეტიენი ლიგა 2-შია, კაკაბაძე ტრავმირებულია, ჩაკვეტაძე ტრავმირებულია.
ლოჩოშვილმა ბუნდესლიგა 2-ში გადასვლა არჩია, ქოჩორაშვილი სპორტინგში სულ სკამზეა და მეხუთე ოფციაა.
მამარდაშვილი დიდი ხანი ლივერპულში სკამზე იყო, როცა იდნივიდუალურ ფეხბურთელებს კარიერაში საუკეთესო მომენტი არ აქვთ, სანაკრებო ასპარეზზე თავის გამოჩენა რთულია", - განაცხადა სანიოლმა.











