ამ შეხვედრაში ფავორიტებად მასპინძლები ითვლებოდნენ, თუმცა სტუმრებმა კარგი ბრძოლა გამართეს და შტურმთან არაფერი დათმეს.
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის მოქმედი ჩემპიონები 3:0 იგებდნენ, გრაცერმა მეორე ტაიმის სტარტზე 2 გოლი გაიტანა და სიტუაცია დაძაბა, თუმცა შტურმა ძალები ჩართო, შეტევა განაახლა და საბოლოოდ 5:2 გაიმარჯვა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი შტურმის ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და თამაშის MVP გახდა.
მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე 5 გოლია. შტურმს კი 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











