პსჟ, იტალიური გატარებული სამი წელი, სომხეთთან მატჩი:
პსჟ-ში ბედნიერი ვარ და რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც. სადაც პატივისცემით გექცევიან, გინდება, რომ მაქსიმუმი გაიღო. მხითარიანთან არ მისაუბრია, მაგრამ შორიდან ვხედავდი, რომ სომხეთის ნაკრები ვითარდებოდა. ახლა კონკურენტები ვარ, თუმცა მათ წარმატებას ვუსურვებ. იმედია, მომავალში მეტად განვითარდებიან.
მადლობას ვეტყვი იტალიას, გულთბილად მიმიღო, კარგი 3 წელი გავატარე იქ.
ქართული ფეხბურთი
ქართული ფეხბურთი
ქართულ ფეხბურთს რაც შეეხება, ვფიქრობ კარგად მიდის. ვუყურებ ბავშვებს და ყველას სურს ფეხბურთელი გამოვიდეს, ფეხბურთი ითამაშოს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან წაგვადგება. ამდენ ბავშვში ბევრი ტალანტი გამოჩნდება. ნაკრებს რომ გადავხედოთ, ჩვენი ფეხბურთელები ტოპ ლიგებში თამაშობენ და თავის გუნდებში ლიდერები არიან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება. შეიძლება საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის არგენტინა არაა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.
ერთა ლიგის პლეიოფის (B დივიზიონში დასარჩენად) საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს, დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.













