იმის გათვალისწინებით, რომ კოლუმბიის ნაკრები ბრძოლას აგრძელებს, არაა გამორიცხული, რომ ტურნირის ბოლოსთვის სან პაულოს შემტევი ნახევარმცველი ერთპიროვნული რეკორდსმენიც გახდეს. ასევე გამოსარჩევია პანამას წინააღმდეგ მატჩი, რომლის პირველ ნახევარში მან 3 ასისტი გაიფორმა. ბოლოს მსგავსი რამ კოპა ამერიკაზე 50 წლის წინ მოხდა.
ერთი სიტყვით, 32 წლის შემტევი ნახევარმცველი ფორმაშია და ის ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს:
"მინდა ესპანეთში დაბრუნება, რატომაც არა?! ეს არის ჩემპიონატი, სადაც თამაში ყოველთვის მინდოდა", - განაცხადა "ლოს კაფეტეროსის" 10-იანმა.













