"საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს. ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშეთ და მთელი ქვეყანა გავახარეთ, მაგრამ შეცდომა არ უნდა დავუშვათ და არ უნდა გვეგონოს, რომ უკვე ტოპ ნაკრები ვართ, რადგან ასე არ არის.
მეგობრები მეუბნებიან, ჩეხეთს ადვილად მოუგებთო. გასაგებია, რომ ევროპის ჩემპიონატმა თამასა აწია, მაგრამ ასე არ არის. ადვილად ვერცერთ ნაკრებს ვერ მოვუგებთ.
როგორც ევრო2024-ის მატჩში, ხვალაც მსგავს თამაშს ველით, რადგან ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მცველებს ბევრი საქმე გვექნება", - განაცხადა კაშიამ











