"რონალდუს კარიერის იდეალური დასასრული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფი იქნება. მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და ახლა დროა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდის მოთამაშეები და მთლიანი ერი სწორედ კრიშტიანუს გარშემო გაერთიანდეს. მან თავისი თავდადებით ეს ყველაფერი დაიმსახურა.
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა უნდა მიბაძონ არგენტინას - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ, თუ როგორ გაერთიანდა ყველა მესის გარშემო. ახლა იგივე ალ ნასრის კაპიტნის მიმართებაშიც უნდა მოხდეს", - განაცხადა ყოფილმა პორტუგალიელმა უკანახაზელმა.













