ევროპის ჩემპიონატის დასრულებიდან მოყოლებული, კვარას აგენტები და ნეაპოლელთა ხელმძღვანელობა კონტრაქტის დეტალებზე საუბრობენ. ამ თემასთან დაკავშირებით ჯუღელს იტალიაში რამდენიმე ვიზიტი ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად ჯუღელი კვლავ იტალიაშია და ცდილობს კონტრაქტის დეტალებს წერტილი საბოლოოდ დაუსვას.
ჩვენი ცნობით, ჯუღელი იტალიაში ცოტა დიდი ხნით, ნოემბრამდე იქნება, მოლაპარაკებების წარამტებით დასრულების შემთხვევაში კი კვარა ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს დეკემბერში გააფორმებს.
საქმე იმაშია, რომ კვარაცხელიას მხარე წლიური ხელფასის სახით იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ნაპოლი სთავაზობს. ჯუღელის მოთხოვნა 8 მილიონი ევროა, ნაპოლი კი 5 მილიონს იხდის.
კვარას ეს მოთხოვნა ლოგიკურიცაა, რადგან შედარებისთვის, გასულ სეზონში ოსიმენის წლიური ანაზღაურება 10 მილიონ ევროს შეადგენდა. ქართველმა შემტევმა წლევანდელი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ ორჯერ გახდა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი












