რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გავრცელდა გონსალო იგუაინის ფოტო, რომელზეც მისი ამოცნობა ძალიან რთული იყო. ჭარბი წონა, გრძელი და მოუვლელი თმა-წვერი, თითქოს არგენტინელი ექს-ფორვარდი სწორედ ასე გამოიყურებოდა. სინამდვილეში კი აღნიშნული ფოტო ფეიკი აღმოჩნდა.
მადრიდის რეალის ყოფილი თავდამსხმელის ვიზუალში არაფერია განსაკუთრებული, თუმცა ის მაქსიმალურად არიდებს თავს პოპულარობას და მშვიდ ცხოვრებას ირჩევს. არგენტინის ეროვნული გუნდის ყოფილი მე-9 ნომრის უკანასკნელი სათამაშო ადგილი იყო მაიამი, სადაც კარიერის დასრულების შემდეგ მან ცხოვრებაც გააგრძელა.











