ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელმაც პორტუგალიასთან ფრე ითამაშა.
საფრანგეთის 21-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ჯერალდ ბიტაკლე და ფეხბურთელი კასტელო ლუკება საქართველოს ნაკრებზე საუბრობენ.
ჯერალდ ბიტაკლე: "პირველი მატჩი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩვენი მიზანი უცვლელია - რაც შეიძლება შორს უნდა გავიდეთ და ეს ტურნირი მოვიგოთ. შემდეგი თამაში საქართველოსთან გვაქვს, ვნახეთ, როგორ მოიგეს მათ ბოლო წუთზე. საქართველო არის თავდაჯერებული გუნდი, რომელსაც მაღალი ხარისხი აქვს. ჩვენ კარგად უნდა აღვადგინოთ ძალები, გავაანალიზოთ ჩვენი და მათი თამაში და კარგად მოვემზადოთ"
კასტელო ლუკება: "ვიცით, რომ საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს, მათ პირველივე თამაში მოიგეს. ამ ეტაპზე, ისინი ჯგუფის ლიდერები არიან, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუსაკუთარ თავზე ვიქნებით ორიენტირებული და ეფექტურები ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება.“











