საინტერესო არის ის, რომ ვერცერთმა მათგანმა გოლის გატანა ჯერ ვერ მოახერხა. ორივეს ანგარიშზე არის ნული გოლი და ერთი საგოლე გადაცემა. მართალია, რომას ფორვარდმა 3 ბურთი გაიტანა, მაგრამ თითოეული მათგანი ვიდეო გამეორებაზე გადამოწმების შედეგად გაუქმდა.
რაც შეეხება პორტუგალიელ თავდამსხმელს, ის არის ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. უკანასკნელ შეხვედრაში გაკეთებული საგოლე გადაცემის შემდეგ კი მას საერთო ჯამში დაუგროვდა 7 ასისტი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.













