დღეს გაირკვევა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიმდინარე საფეხბურთო ტურნირზე ორივე ფინალისტის ვინაობა.
პირველ ნახევარფინალურ წყვილში ესპანეთის ნაკრებმა მაროკოს ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ანგარიში გახსნეს მაროკოელებმა, სუფიან რაჰიმის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ.
წონასწორობის აღდგენა ფერმინ ლოპესმა მოახერხა, მატჩის მიწურულს კი გამარჯვების მომტანი გოლი ხუანლუ სანჩესმა გაიტანა.
"ფურია როხა" გადის ფინალში, სადაც საფრანგეთსა და ეგვიპტეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
რა ხდება მაშინ, როდესაც სპორტსმენი ოლიმპიურ მედალზე უარს ამბობს?
ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა











