ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა ჟერალდ ბატიკლიმ გააკეთა.
"საკმაოდ რთული და ემოციური მატჩი გამოვიდა. მთელი თამაში ვდომინირებდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ მეტოქემ საკმაოდ კარგად ითამაშა და ეფექტურები იყვნენ.
ბოლო წამამდე არ დავნებდით, ხასიათი გამოვავლინეთ და გავიმარჯვეთ, ეს ყველაფერი კი შემდეგი თამაშებისთვის ძალიან დაგვეხმარება.
ყვეალფერი ჩვენს ხელშია. ძალები უნდა აღვიდგინოთ და პოლონეთთანაც მოსაგებად ვიბრძოლოთ", - განაცხადა ფრანგთა თავკაცმა.











