"გასული სეზონი გასაგებია, მაგრამ როცა ახალ სეზონში ანტონიო კონტესნაირი მწვრთნელი მოგყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდს მაღალი მიზნები აქვს და სკუდეტოსთვის იბრძოლებს. კონტე იმ დონის სპეციალისტია, რომ მისი მიზანი ყოველთვის უმაღლესია.
კვარაცხელია? - რაც მოხდა, მოხდა, დიდ ფეხბურთელებს ყოველთვის აქვთ ცუდი დღეები. გასული სეზონი მისთვის არც თუ ისე წარმატებული იყო, თუმცა ვფიქრობ, ეს სამომავლო განვითარებაში უფრო გამოადგება.
კვარაცხელიას ტიპის ფეხბურთელს სიამოვნებით ვიხილავდი ინგლისის პრემიერ ლიგაში, ისევე, როგორც ლობოტკას", - განაცხადა ძოლამ.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონს ნაპოლი ლიდერობს, კვარაცხელიას ანგარიშზე კი 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი












