28 წლის ასაკში, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა ლივერპულისა და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი დიოგო ჟოტა.
ამ ტრაგიკულ ფაქტს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ გამოეხმაურა.
"სულ ახლახან ერთად ვიყავით ნაკრებში, სულ ახლახან იქორწინე. შენს ოჯახს, მეუღლესა და შვილებს ვუგზავნი სამძიმარს და ვუსურვებ ძალას ამ მძიმე დროს.
ვიცი, ყოველთვის მათთან იქნები. მშვიდად განისვენეთ, დიოგუ და ანდრე. ყველას გვემახსოვრებით და ძალიან მოგვენატრები", - წერს რონალდუ თავის გვერდზე.











