საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების მატჩის შემდეგ, LaGazzetta.ge-სთან კომენტარი კრისტიან ძაკარდომ გააკეთა. ვეტერანმა მცველმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდების მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მოგებული მილანი გამოვიდა. გოლები გაიტანეს გიორგი დემეტრაძემ, მარკო ბორიელომ, დავით სირაძემ და კლარენს ზეედორფმა.
თავად კვარაცხელიამ დღეს ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ ითამაშა, მატჩი 0:0 დასრულდა.













