7 და 10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებს გამართავს. 7 სექტემბერს თბილისში ჩეხეთს, 10 სექტემბერს კი სტუმრად ალბანეთს დავუპირისპირდებით.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაასახელა იმ 23 კაცის სია, ვინც ამ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ორი დებიუტანტია - ჩერკასის ფეხბურთელი შოთა ნონიკაშვილი და კაირათის მცველი ლუკა გადრანი.


დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);











