უეფა ხელმისაწვდომს ხდის დამატებით 100,000 ბილეთს ევრო 2024-ისთვის. გაყიდვა დაიწყება ხუთშაბათს, 2 მაისს, თბილისის დროით 13:00 საათზე.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ მატჩებზე იქნება დამატებითი ბილეთები გამოყოფილი, თუმცა დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან EURO2024.com/tickets-ის საშუალებით.
ევროპის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებით, ეს ალბათ, გულშემატკივრებისთვის ბილეთების შეძენის ბოლო შანსი იქნება. როგორც გაყიდვების წინა ეტაპებზე, მოსალოდნელია, რომ ბილეთები ამჯერადაც ძალიან სწრაფად გაიყიდოს, შესაბამისად, გულშემატკივარს ყურადღებით ყოფნა მართებს.
იტვირთება…











