28 წლის ასაკში, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა ლივერპულისა და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი დიოგო ჟოტა.
ამ ტრაგიკულ ფაქტს მსოფლიოს გამორჩეული კლუბების ოფიციალური გვერდები გამოეხმაურნენ.
"არსენალის ყველა წევრის სამძიმარი დიოგოს ოჯახთან, მეგობრებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ლივერპულშია" - არსენალი
"პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, ანტონიო კონტე, დირექტორები, ტექნიკური პერსონალი და მთელი ნაპოლი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიოგო ჟოტას უეცარი გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს და მთელ ლივერპულს“. - ნაპოლი
"იუვენტუსი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიოგო ჟოტას მოულოდნელი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას გამოხატავს მისი ოჯახის, ახლობლებისა და ლივერპულის მიმართ."- იუვენტუსი











