საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის წინ კომენტრი ჩეხეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ტომაშ სოუაჩეკმა გააკეთა.
სოუჩეკმა გიორგი მამარდაშვილის საშიშროებასა და მის განვითარებაზეც ისაუბრა.
საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს და ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, ამიტომ ძალიან რთული მატჩი გველის.
"მამარდაშვილის პროგრესს ძალიან ვაფასებ. ის ნამდვილი პროფესიონალია. ყველაფერი კარგად მახსოვს, თუ როგორ ითამაშა მან ჩვენს წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე.
თუმცა ჩვენც ძლიერი ფეხბურთელები და გუნდი გვყავს და აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი 3 ქულის მოპოვებაა.", - განაცხადა სოუჩეკმა.













