ცხადია, ეს არ არის საბოლოო არჩევანი და მომავალში ბუფონს ექნება იტალიის მთავარ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაც, თუ რა თქმა უნდა, მას გამოიძახებენ. რაც შეეხება ჩეხი ვინგერის მიმდინარე სეზონს, პრიმავერაში მან მოასწრო 21 მატჩის ჩატარება და 6 ბურთის გატანა, ასევე 1 შეხვედრა მან "შავ-ლურჯთა" მთავარ გუნდშიც ითამაშა.
საინტერესოა, რომ 17 წლის გარემარბის მწვრთნელი ტოსკანურ გუნდში არის ფილიპო ინძაგი, რომელიც მამამისთან ერთად, 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეგენდარული იტალიელი გოლკიპერი შვილის არჩევანს არ ეწინააღმდეგება, ამ მხრივ ბუფონ-უმცროსს სრული თავისუფლება აქვს.














