"როდესაც თურქეთის ნაკრების დღეა, მათი შეჩერება არავის შეუძლია, თუმცა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, ისინი აჩენენ სუსტ წერტილებს, რაც შესაძლოა საქართველოს ეროვნული გუნდისთვის უპირატესობა იყოს. ჩვენი ნაკრები? - გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ევროპის წამყვან ლიგაში თამაშობს.
12-15 წლის წინ, ამას ვერც წარმოვიდგენდით. მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რომლის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა. რა თქმა უნდა, კვარაცხელიაც, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. ის გახდა სერია ა-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე, შემდეგ კი ოქროს ბურთის 20-ეულში მოხვდა", - განაცხადა საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა ფორვარდმა.













