ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში, საქართველომ ჩეხეთი 4:1 დაამარცხა — აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ეროვნული ნაკრები საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ LaGazzetta.ge-სთან კომენტარი გააკეთა.
"მსგავს სცენარს ველოდი, თუმცა, ასეთ ანგარიშს და ამდენი შექმნილ მომენტს, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. ყველაფერი ისე წავიდა, როგორც გვინდოდა და ვფიქრობ, თამაშით ყველა კმაყოფილია. რაც მთავარია, ერთად ლიგა საოცრად დავიწყეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ." — შოთა არველაძე.
მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრება — მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
211335211338211340















