2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო! მაყურებელმა პირველ სათამაშო დღეს მექსიკა-სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელს დარჩა.
მექსიკის ნაკრები შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას თითქმის ყველა ასპექტში ფლობდა — აკონტროლებდა თამაშის ტემპს, ქმნიდა საგოლე მომენტებს და მეტოქეს საკუთარ ფეხბურთს ახვევდა თავს. შედეგად, მასპინძლებმა სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს პირველი სამი ქულა და ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყეს.
რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, გუნდმა მოსალოდნელზე გაცილებით სუსტი შთაბეჭდილება დატოვა. აფრიკელებმა ვერც შეტევაში გამოიჩინეს თავი და ვერც დაცვაში აღმოჩნდნენ საიმედონი, რის გამოც A ჯგუფში ამ ეტაპზე ერთ-ერთ მთავარ აუტსაიდერად განიხილებიან.
მექსიკა 2-0 სამხრეთ აფრიკა
გოლები: 1-0 ხულიან კინიონესი 9', 2-0 რაულ ხიმენესი 67'.










