ერთა ლიგის მიმდინარე სეზონის მე-4 ტურში, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ კედლებში ბელგიას უმასპინძლა და მეტოქე 4-1 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის 77-ე წუთამდე სტუმრები ლუკებაბიოს გოლით იგებდნენ, თუმცა, შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა — დუე, შერკიმ და ოლისემ (დუბლი) 4 გოლი გაიტანეს და ზიდანის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიამ ბოლონიაში თურქეთს უმასპინძლა და 3-1 იმარჯვა. მასპინძლების მხრიდან გოლები სკამაკამ, კალაფიორიმ და ესპოსიტომ გაიტანეს, ხოლო სტუმრებიდან თავი სიმსირმა გამოიჩინა.
4 ტურის შემდეგ, A დივიზიონის პირველ ჯგუფს 10 ქულით საფრანგეთის ნაკრები ლიდერობს, იტალია 7 ქულით მეორე ადგილზე, რომელსაც 6 ქულით ბელგია მოჰყვება, ხოლო თურქეთს 0 ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა.












