ბელგიასთან მატჩში ზინედინ ზიდანმა გარისკა და ნახევარდაცვის ხაზში შანსი მისცა ფეხბურთელს, რომლისთვისაც ეს პირველი მატჩი იყო საფრანგეთის ნაკრების მაისურით.
25 წლის ნახევარმცველი ლუკას და კუნია კომოს რიგებში გამორჩეულ სეზონებს ატარებს და იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო, აქამდე საფრანგეთის ნაკრებში შანსი არ მისვემია.
ზიდანმა კი და კუნიას გამო სათადარიგოთა სკამზე ისეთი დონის ნახევარმცველები დასვა, როგორებიც მაიკლ ოლისე, რაიან ჩერკი, რაბიო და სხვები არიან.
ზიდანის რისკმა გაამართლა - და კუნიამ ბელგიასთან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ფრანგებმა ბელგიელები სტუმრად 0:1 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ამ მატჩში მეტოქის ნახევარზე პასების 92.8% ზუსტად გააკეთა, რაც ბოლო 20 წელიწადში საუკეთესო მაჩვენებელია.

















