სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ
ჟოაუ ფელიქსს ჩელსის დატოვება სურს. ლონდონური კლუბი პორტუგალიელის გაშვებაზე თანახმაა, მეტიც, ისინი მზად არიან 25 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვან.
საქმეში მილანია, რომელიც ტრანსფერზე უკვე რამდენიმე საათია რაც მუშაობს. სერჟიუ კონსეისაუმ პირადად მოითხოვა ჟოაუ ფელიქსის ტრანსფერი, თუმცა გუნდები ჯერჯერობით საბოლოო დეტალებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. 25 წლის შემტევს კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ მილანში სურს, რის გამოც შეიძლება ჩელსი გარკვეულ დათმობაზე წავიდეს.
იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა თბილისის დროით 22:00 საათზე იხურება — ჟოაუ ფელიქსის თაობაზე უახლოეს საათებში ახალ ინფორმაციას ველოდებით. მილანში სჯერათ, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, პორტუგალიელის გარიგებას დახურავენ.