ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს — გუნდმა ქართველი ფეხბურთელის შემცვლელი უკვე შეარჩია, საუბარია
ალეხანდრო გარნაჩოზე, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებას სერიოზულად განიხილავს. ახალგაზრდა ფეხბურთელსა და ანტონიო კონტეს შორის ონლაინ შეხვედრა უკვე შედგა, რა დროსაც იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელს "პარტენოპეის" პროექტი გააცნო.
უახლოეს საათებში ნაპოლისა და ფეხბურთელის აგენტს შორის ახალი კონტაქტი შედგება, რასაც დიდი ალბათობით პირველი ოფიციალური შეთავაზებაც მოჰყვება. ანტონიო კონტე ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის დასაყოლიელებლად, ჯოვანი მანა კი ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
ჩვენთვის როგორც ცნობილია, გარნაჩოს დამატებას ჩელსიც განიხილავს, მეტიც, ფეხბურთელის აგენტი გუშინ ლონდონური კლუბის შეხვედრასაც კი დაესწრო, რა დროსაც უფროსობასთან შეხვედრაც შედგა. მხარეებმა პოტენციური ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. ჩელსი მიხაილო მუდრიკის შემცვლელს ეძებენ, გარნაჩო კი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
უახლოეს დღეებში არგენტინელი ვინგერის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.