ზაფხულში მანჩესტერ სიტიში დიდი ცვლილებებია დაგეგმილი. პეპ გვარდიოლა კიდევ ერთი სეზონი დარჩება, რაც შეეხება ფეხბურთელებს, უკვე ვიცით ვინ აღარ შედის კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს მანჩესტერულ გუნდს ზაფხულში. სიაში ისეთ ფეხბურთელებსაც ვხვდებით, რომლებიც ახლა იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ:
კალვინ ფილიპსი;
ჟოაო კანსელუ;
ტეილორ ჰარვუდ-ბელისი;
ლიამ დელაპი;
სერჟიო გომესი;
ეს ფეხბურთელები სიტის აუცილებლად დატოვებენ - ზოგი მათგანი უფასოდ წავა, ზოგის სანაცვლოდ კი კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს.
რაც შეეხება ედერსონს, მატეუს ნუნიეშს, სტეფან ორტეგას, ჯეკ გრილიშსა და ბერნარდო სილვას, ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ კლუბი კარგ შემოთავაზებას თუ მიიღებს, ყველა მათგანს შეელევა.