უკრაინასთან გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა, კომენტარი საქართველოს ნაკრეის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
"გამარჯვება ყველას უნდოდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ხარისხობრივად პირველი ნახევარი უკეთესი იყო, მეორე ტაიმში დაღლილობა შეგვეტყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ მოკლე მონაკვეთში გაკეთდა იყო დაცვის იდეალური თამაში. უკრაინის დონის ნაკრებთან დაცვაში ასე თამაში მარტივი არ არის. მთელი თამაში მათ მომენტი არ შევაქმნევინეთ.
გამოჩნდა, რომ სერიოზული რესურსი გვაქვს და დროის გასვლასთან ერთად, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაიხვეწება როგორხ ხარისხით, ისე შედეგებით.
ბოლო 25 წუთი ნაკრები საკმაოდ დაიღალა. ჩვენი მიზანი იყო, რომ დაცვითი ბლოკი არ დაშლილიყო და თამაშის დინამიკიდან და შინაარსიდან გამომდინარე, კვერნაძის შემოყვანა აუცილებელი იყო. ბურთი რომ ჩვენ გვქონოდა, მაშინ არჩევანს ზივზივაძეზე გავაკეთებდი.
საქართველოს ნაკრები მიდის იქეთ, რომ სისტემა შეიცვალოს და ვინგერებით ვითამაშოთ. უბრალოდ, დრო არ გვქონდა, რომ ტაქტიკურად ბევრი რამ შეგვეცვალა და ამიტომ ვითამაშეთ იდენტური ტაქტიკით.
ყველა გუნდს ჰყავს 1-2 ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მთლიანად ცვლის გუნდის თამაშს. კიტე და ჩაკვე ჩვენთვის ფასდაუდებელი მოთამაშეები არიან, თუმცა გვყავს ისეთი მოთამაშეებიც, რომელთაც მათი შეცვლა შეუძლიათ.
ჩვენი გეგმა ის იყო, რომ ცენტრში უფრო ხშირად ვყოფილიყავით, რადგან აქედან შეტევაში უკეთ გადავიდოდით. მთელი ორი ტაიმი პრესინგს ვერცერთი ნაკრები ვერ ითამაშებს, ამისთვის საჭიროა ფიზიკურად კარგად ყოფნა და ტაქტიკურად სწორად დაგეგმვა", - განაცხადა სვანაძემ.












![[VIDEO] 9-2 ინგლისის ლეგენდების სასარგებლოდ — ჯონ ტერიმ იტალიას შანსი არ დაუტოვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fbho2SnR3IdZWITCoaptF3PSfJ1ryNWtO.jpg&w=3840&q=75)