დევიდ ბექჰემმა დაასახელა ფეხბურთელი, ვინც მისი აზრით ოქროს ბურთის მფლობელი უნდა გახდეს. მისი თქმით, ასეთი მოთამაშე არის არა კილიან მბაპე, ჰარი კეინი ან ხვიჩა კვარაცხელია, არამედ ლიონელ მესი. ინგლისელი ყოფილი შუახაზელი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ როგორ მაღალ დონეზე თამაშობს არგენტინელი ფლეიმეიქერი 39 წლის ასაკში.
"როდესაც იხსენებ, თუ როგორ ითამაშა მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე, აცნობიერებ, რომ არ არის შემთხვევითობა, თუ რატომ განიხილება ის ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტებს შორის. მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე იყო სწორედ ლეო და მან ასევე მთელი გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
დიახ, არიან სხვა ფეხბურთელებიც, მაგალითად მბაპე, კეინი ან ბელინგემი, თუმცა არგენტინელი შემტევი მათ კონკურენციას 39 წლის ასაკში უწევს. ვერავინ იზამს მსგავსს, ამიტომაა ინტერ მაიამის კაპიტანი ყველაზე გამორჩეული. მისი მთავარი ქომაგი ვარ", - განაცხადა მადრიდის რეალის ყოფილმა შუახაზელმა.












