ყველასთვის ცნობილმა სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა სონ ჰინ-მინმა, რომელიც წლების განამვლობაში ტოტენჰემში წარმატებულად თამაშობდა, ერთმანეთს ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშეები - ლეო მესი და კრიშტიანო რონალდუ შეადარა.
"ორივე მათგანმა ფეხბურთი სრულიად შეცვალა და ეს სპორტი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა, მაგრამ მე ყოველთვის ერთ აზრზე ვიყავი - რონალდუ ჩემი კუმირია, 41 წლისაა და 20 წლის ფეხბურთელივით გამოიყურება. ის გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ფეხბურთი.
თუმცა ერთ რამეს ვერ შევცვლი - მესი უბრალოდ GOAT-ია. ამაზე დავა არ შეიძლება. მე კი ყოველთვის რონალდუსთან თამაში მინდოდა და საუკეთესოდ მას დავასახელებ", - განაცხადა სონმა.
შეგახსენებთ, რომ აზიელი ფეხბურთელი ამჟამად MLS-ში, ლოს ანჯელეს გალაქსიში თამაშობს.













