საქართველოსთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ გააკეთა.
"გამარჯვება ადვილად არ მოგვიპოვებია, ცოტა ვიწვალეთ, მაგრამ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბიჭებმა ეს დაიმსახურეს, რადგან ყველამ მაქსიმუმი გაიღო. ტაქტიკური თვალსაზრისით, გუნდმა პირველიდან ბოლო წუთამდე შეასრულა ის, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი; ეს იყო შესანიშნავი გუნდური მუშაობა“
სობოსლაის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუნდაც მარჯვენა მცველად, თუმცა ამჯერად ამის საჭიროება არ ყოფილა. ის ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ნამდვილი კაპიტანია — როგორც სათამაშო, ისე სხვა კუთხით.
ის არც „შავი სამუშაოს“ შესრულებას ერიდება. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მომენტები, როცა სობოსლაი სათანადო დონეზე ვერ თამაშობს - მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში, მაგრამ ის ყველაზე თავდადებული ფეხბურთელია, ვისაც კი ოდესმე უთამაშია უნგრეთის ნაკრებში ან ვისი თამაშიც კი მინახავს“ - განაცხადა როსიმ.












