ტოტენჰემთან შესრულებული საგოლე გადაცემის შემდეგ, კევინ დე ბრუინი პრემიერ ლიგის ისტორიაში ამ კომპონენტით მეორე ადგილზე დაწინაურდა. ბელგიელ გამთამაშებელს დაუგროვდა 112 ასისტი, ამ შედეგით მან გადაასწრო სესკ ფაბრეგასს, რომელსაც ერთით ნაკლები ასისტი აქვს. პირველ პოზიციაზე რაიან გიგზია, 162 პასით.
როგორც ვხედავთ, უელსელი ნახევარმცველის რეკორდის დამხობისთვის მანჩესტერ სიტის ლიდერს კიდევ 51 საგოლე გადაცემის განხორციელება სჭირდება. "ქალაქელთა" მე-17 ნომერი ამჟამად 32 წლის არის და მისი მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდეა გათვლილი. პრემიერ ლიგის საუკეთესო 10-ეული ასისტების მიხედვით კი ასეთია:
1. რაიან გიგზი - 162 ასისტი
2. კევინ დე ბრუინი - 112 ასისტი
3. სესკ ფაბრეგასი - 111 ასისტი
4. უეინ რუნი - 103 ასისტი
5. ფრენკ ლამპარდი - 102 ასისტი
6. დენის ბერგკამპი - 94 ასისტი
7. დავიდ სილვა - 93 ასისტი
8. სტივენ ჯერარდი - 92 ასისტი
9. ჯეიმს მილნერი - 89 ასისტი
10. დევიდ ბექჰემი - 80 ასისტი