რამდენიმე დღის წინ გამართულმა ოქროს ბურთის დაჯილდოვებამ სკანდალურად ჩაიარა. ცერემონიას რეალის არცერთი ფეხბურთელი არ დაესწრო. ბოლო დღემდე, ყველამ იცოდა, რომ გამარჯვებული ვინისიუსი იქნებოდა, თუმცა ჯილდო როდრის გადასცეს.
დაჯილდოვების შემდეგ, მანჩესტერ სიტის ლიდერი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.
როდრი დამსახურებულ ჯილდოზე
"ვფიქრობ, ოქროს ბურთის მოგება დავიმსახურე, რადგან ყველაფერი თანმიმდევრუალად მოხდა. გასული სეზონი გამორჩეული მქონდა, წელს კი საუკეთესო ვიყავი და სტაბილურად ვთამაშობდი. შეიძლება, უმაღლეს მწვერვალებზე არ ვიყავი, თუმცა გუნდის შედეგებმა და ჩემმა სტაბილურობამ ეს წარმატება მოიტანა."
ნომინანტებზე
"პირველი ადგილი გასაგებია, თუმცა ვფიქრობ, მეორე ადგილზე დანი კარვახალი უნდა გასულიყო, მესამე ადგილს კი ვინისიუსს მივანიჭებდი."
ვინისიუსის საქციელზე
"იმ დღეს, ჩემი წარმატებით და ამ საოცარი მომენტებით ჩემს ოჯახთან ერთად ვტკბებოდი და ბოლო ხარისხოვანი იყო, ვინ დაესწრო და ვინ არა ამ ცერემონიას. გამარჯვება რეალის ყოფილმა და ამჟამინდელმა მოთამაშეებმა მომილოცეს, თუმცა არა ვინისიუსმა."
რეალის გადაწყვეტილებაზე
"რეალის არცერთი წარმომადგენელი რომ დაჯილდოვებას არ ესწრებოდა, საერთოდ არ მწყენია, ყველას თავისი აზრი აქვს და გადაწყვეტილება თავად მიიღეს, თუმცა მე ასე არ მოვიქცეოდი."