ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის ეროვნულ ნაკრებში 2028 წლამდე დარჩება.
მოგეხსენებათ, სანიოლს ჩვენს ნაკრებთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს უწურებოდა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მან კონტრაქტი კიდევ 4 წლით გაახანგრძლივა.
სანიოლი საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან მუშაობს, რა დროშიც მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 42 შეხვედრა ჩაატარა, 20 მოიგო, 16 წააგო, 6 კი ფრედ დაასრულა.
წლის ბოლო შეხვედრებს სანიოლი და საქართველოს ნაკრები 16 და 19 ნოეომბერს, უკრაინისა და ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავენ,