NBA-ის წინასასეზონო ტურნირმა სტარტი რამდენიმე საათის წინ აიღო. მაყურებლებმა რამდენიმე დაპირისპირება უკვე იხილეს, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
ლეიკერსის რიგებში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა საკრამენტო კინგსთან 19:08 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. საბოლოო ჯამში, ლეიკერსმა მეტოქეს 127:103 მოუგო და ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
ლეიკერსის მომდევნო მეტოქე გოლდენ სტეიტ უორიორსი იქნება. ეს მატჩი 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართება.
საკრამენტო კინგსი - ლოს ანჯელეს ლეიკერსის მატჩის მიმოხილვა
![[VIDEO] სადებიუტო მატჩი ლეიკერსში — სანდრო მამუკელაშვილი ახალი სეზონისთვის ემზადება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FQToqHPYocoPClHvezjEfugOGOeyamynC.jpg&w=3840&q=75)










