არგენტინის პრიმერა დივიზიონში ინდეპენდიენტე აველანედამ ინდეპენდიენტე რივადავია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის გმირი გამოდგა სანტიაგო მონტიელი, რომელმაც მენდოსელებს გაუტანა ულამაზესი მაკრატელა საჯარიმოს გარედან. მისი გოლი მომენტალურად გახდა პოპულარული მედია სივრცეში.
არგენტინელი თავდამსხმელის გოლმა ბევრს გაახსენა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედევრი ინგლისის ნაკრების კარში. ასევე გულშემატკივრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო სწორედ ბუენოს-აირესელთა ფორვარდმა უნდა მოიგოს.
Give the Puskás to Santiago Gabriel Montiel now, please.pic.twitter.com/JTmdp4CLSm
— MUNDIAL (@MundialMag) May 12, 2025
![[VIDEO] პუშკაშის ჯილდოს ფავორიტი არგენტინიდან - მაკრატელა საჯარიმოს გარედან](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FBvHecVvyw955pvVcganxkFyYjIYcyXJw.webp&w=3840&q=75)











