სულ რამდენიმე საათის წინ, დონარ გრონინგენმა BNXT League-ში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ნიდერლანდურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ბელგიურ ლიოვენს 81:78 აჯობა, გადამწყვეტი ბურთი კი ალექსანდრე მერკვილაძემ ჩააგდო. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიში 78:78 იყო, როდესაც ქართველმა ფორვარდმა საკუთარი ნახევრიდან სამქულიანი ზუსტად შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
მერკვილაძემ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 29 წუთის განმავლობაში 16 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
მერკვილაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის გუნდში მხოლოდ ბრენდონ ბერგსმას ჩამორჩა, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა. ორი ტურის შემდეგ გრონინგენი ორი გამარჯვებით BNXT League-ის სატურნირო ცხრილის სათავეშია. მერკვილაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე, სპირუ შარლერუას წინააღმდეგ გამართავს.
Oglądam mecz @BnxtLeague Donar Groningen - AB InBev Leuven Bears, śledząc dwóch pewnych graczy, a tu na koniec taka niespodzianka - niesamowity game winner Aleksandra Merkviladze! #plkpl #bnxt https://t.co/mTnHutZvbu
— jakubzakrzewski (@JaZakrzewski) October 6, 2026
![[VIDEO] Game Winner საკუთარი ნახევრიდან — მერკვილაძემ გრონინგენს მოაგებინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FsHNn171AO17NhnhoHALoYIHU192rFSM8.jpg&w=3840&q=75)










