პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი ცუდ ფორმაში არიან, თამაშებს ვერ იგებენ და სატურნირო ცხრილში ევროზონის მიღმა არიან.
ამ ფაქტს ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ გამოეხმაურა.
"პრემიერ ლიგა ყველაზე რთული და ძლიერი ლიგაა, აქ ყველა გუნდი კარგად თამაშობს. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მანჩესტერის მთავარი პრობლემა მწვრთნელი არ არის.
რამდენი მწვრთნელიც არ უნდა შეიცვალოს, შედეგი იგივე იქნება, პრობლემა გაცილებით სიღრმისეულია. აკვარიუმიდან რომ დაავადებული თევზი ამოიყვანო, აკვარიუმი გაიწმინდება, ხოლო თუ ამ თევზს იქ დააბრუნებ, აკვარიუმი ისევ დაავადებული იქნება - ასეა იუნაიტედის შემთხვევაშიც", - განაცხადა რონალდუმ.
პორტუგალიელმა ფეხბურთელა გვარდიოლას სიტიზეც ისაუბრა:
"პირველ რიგში, ნაკლებს ვილაპარაკებდი და მეტს გავაკეთებდი. თითოეულ ფეხბურთელს ცალკ-ცალკე გავესაუბრებოდი და ვკითხავდი აზრს, თუ რა ხდება. ვფიქრობ, პრობლემა ასე უფრო მოგვარდება.
ჩემი აზრით, სიტის საკმაოდ ჭკვიანი ფეხბურთელები ჰყავს იმისთვის, რომ პრობლემის გადაჭრის გზა იპოვნონ და 100%-ით დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ფორმას დაუბრუნდებიან."