მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა გააკრიტიკა მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი. კრიტიკის მიზეზი არის ნორვეგიელი ფორვარდის პერფომანსი "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ მან მოედანზე გაატარა 90 წუთი, მაგრამ "ქალაქელების" 3 გოლიდან მონაწილეობის მიღება ვერცერთში ვერ მოახერხა.
"რეალისა და სიტის შეხვედრაში ყველაზე სუსტი ჰოლანდი იყო. გოლს თუ არ იტანს, ძალიან უსარგებლოა. დიახ, ის არის ძალიან სწრაფი, თუმცა ბურთთან მუშაობაში დასახვეწია. როდესაც შენ შესახებ ამდენს საუბრობენ, ვალდებული ხარ ყოველ მატჩში შენი მაქსიმუმი გააკეთო. არადა, იყო მომენტები, როდესაც მანჩესტერელებს ფორვარდის ჩართულობა ჰაერივით სჭირდებოდათ, მაგრამ ერლინგი უბრალოდ არ იყო.
ჩემი აზრით, "ქალაქელები" რიგ მომენტებში მას განზრახ არ აძლევდნენ პასს, რადგან იცოდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა", - განაცხადა ყოფილმა ნიდერლანდელმა გამთამაშებელმა.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 17 აპრილს გაიმართება.