ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველმა, კაილ უოკერმა თავისი ეროვნული გუნდის შემადგენლობის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, ის შეეხო ჯეკ გრილიშის არ გამოძახების საკითხს და აღნიშნა, რომ გარეტ საუთგეიტმა შემადგენლობა სამართლიანად შეარჩია.
"გაკვირვებული დავრჩი თუ არა იმ შემადგენლობით, რომელიც საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა? - არა, ვფიქრობ ყველაფერი სამართლიანად არის გადანაწილებული. ინგლისის ეროვნულ გუნდში თამაშობენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც განვლილ საკლუბო სეზონში თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინეს.
გრილიში? - მან თავადაც იცის, რომ მეტის გაკეთება შეეძლო. არ მიკვირს ის ფაქტი, რომ მისი ადგილი ნაკრებში არ აღმოჩნდა", - განაცხადა ინგლისელმა უკანახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ ჯეკმა განვლილ სეზონში ჩაატარა 33 მატჩი, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 3 ასისტი.