Sofascore-ის მიხედვით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მაღალი, 7,1 ქულიანი შეფასება ოთარ კიტეიშვილმა მიიღო, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და 70 ზუსტი პასი გააკეთა.
შეხვედრის MVP კი უკრაინის ეროვნული ნაკრების შემტევი, მიხაილო მუდრიკი გახდა, რომელმაც ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა და 8,3 ქულიანი შეფასება დაიმსახურა. გოლის გარდა, ის ბურთს 48-ჯერ შეეხო და 18 ზუსტი გადაცემა შეასრულა.









