ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ნორვეგიაში გაიმართა, სადაც ბოდო/გლიმტმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა. იმის მიუხედავად, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი ამ მატჩს ფავორიტისის სტატუსით შეხვდა, მასპინძლებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს.
ბოდო/გლიმტმა მეტოქეს არც მეტი, არც ნაკლები 3 გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ნორვეგიელებმა ამ გამარჯვების შემდეგ 6 ქულას მოუყარეს თავი, რითაც დროებით 26-ე პოზიციაზე გადასვლა შეძლეს. რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, "ქალაქელები" 13 ქულით, მე-4 პოზიციაზე დარჩნენ.
ბოდო/გლიმტი 3-1 მანჩესტერ სიტი
გოლები: 1-0 კასპერ ჰოგი 22', 2-0 კასპერ ჰოგი 24', 3-0 იენს პიტერ ჰაუგე 58', 3-1 რაიან შერკი 60'.








