ტურინის იუვენტუსის ყოფილმა თავდამსხმელმა, დავიდ ტრეზეგემ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ტურნირის ფავორიტი არის საფრანგეთის ეროვნული გუნდი, მაგრამ სიურპრიზებს იტალიის ნაკრებისგანაც ელის.
"ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები არის. მათ უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ. მინდა გამოვარჩიო იტალიაც, რომლის ჩამოწერა არასდროს არ ღირს. "სკუადრა აძურას" ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია სიურპრიზების შეთავაზება. მგონია, რომ ისინი ევრო 2024-ის ერთ-ერთი მთავარი გმირები იქნებიან.
"ლურჯებს" არ უმაგრებთ ზურგს მხოლოდ ისტორია, მათ წარმატების მიღწევა აწმყოშიც შეუძლიათ. ისინი გაიზარდნენ და გამარჯვებებისთვის მზად არიან", - განაცხადა ყოფილმა ფრანგმა ფორვარდმა.