ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ 2000-2009 წლების საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. პირველ ადგილზე არის მარჩელო ლიპი, რომელმაც იტალიის ეროვნულ ნაკრებს მოაგებინა 2006 წლის მუნდიალი, ტურინის იუვენტუსი კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ამის გარდა, იტალიელმა სპეციალისტმა "ბიანკონერის" 2 სკუდეტოც მოაგებინა.
მეორე ადგილზე ჟოზე მოურინიო არის. მწვრთნელი, რომელმაც მილანის ინტერსა და პორტოს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ამის გარდა, მან პრემიერ ლიგაში ლონდონის ჩელსისთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედისა და ლონდონის არსენალის დომინირება შეწყვიტა. ვახსენეთ "წითელი ეშმაკები" და 3-ეულს სწორედ სერ ალექს ფერგიუსონი ხურავს.
სრული 10-ეული კი ასე გამოიყურება:
1. მარჩელო ლიპი (იუვენტუსი, იტალიის ნაკრები);
2. ჟოზე მოურინიო (პორტო, ჩელსი, ინტერი);
3. სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი);
4. ჯოვანი ტრაპატონი (იტალიის ნაკრები, ბენფიკა);
5. კარლო ანჩელოტი (მილანი);
6. ოტმარ ჰიტცფელდი (ბაიერნი);
7. ლუი ვან გაალი (ნიდერლანდების ნაკრები, ბარსელონა, ალკმაარი);
8. არსენ ვენგერი (არსენალი);
9. ფაბიო კაპელო (რომა, იუვენტუსი, რეალი, ინგლისის ნაკრები);
10. გუს ჰიდინკი (პსვ, რუსეთის ნაკრები);