ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მეკარე ჩარლს პირსი საქართველოსთან თამაშის გმირი გახდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
საკვანძო მომენტში მან ხვიჩა კვარაცხელიას მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოგიერია და რამდენიმე რთული სეივი გააკეთა.
"მქონდა თუ არა წნეხი კვარაცხელიას პენალტის დროს? - არა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავუღებდი. მატჩის წინ, მეტოქე კარგად შევისწავლე და ამან შედეგი გამოიღო.
საბოლოო ჯამში, ეს ხომ უბრალოდ პენალტია - ყველა მათგანი მას 11 მეტრიდან ასრულებს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ბურთთან.
კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვკონცენტრირდებოდი და დარტყმა მოვიგერიე“, - განაცხადა პირსმა.











