30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და არსენალი დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ, კომენტარი პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ გააკეთა.
"ჩვენ არ გვაქვს წნეხი, გვაქვს მოტივაცია და რაც მთავარია პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ.
პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობდი. როდესაც ამ მიზანს მივაღწიეთ, მხრებიდან ტვირთი მოგვეხსნა, ახლა კი კიდევ ერთხელ უნდა დავტკბეთ ფინალით", - განაცხადა ჰაკიმიმ.
მოგეხსეებათ, ჩემპიონთა ლიგის ფიფნალში ჰაკიმის თამაში საეჭვო იყო, თუმცა მაროკოელმა მცველმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.















