დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა.
2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
ამასთანავე, ქალთა ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის, მათ შორის, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გასვლისთვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი.
ნომინაციის ყველა გამარჯვებული:
ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17 - საბა ხარებაშვილი(ოქრო), ანდრია ბართიშვილი(ვერცხლი), მათე შათირიშვილი(ბრინჯაო)
ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19 - საბა სამუშია(ოქრო), ვახტანგ სალია(ვერცხლი), ცოტნე ბერელიძე(ბრინჯაო)
2024 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი
2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - საბა გოგლიჩიძე
2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე
2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე
2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი მამარდაშვილი